უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია

upco. ქმნის უმაღლესი ხარისხის საოფისე, კომერციულ, სასაწყობე და საცხოვრებელ სივრცეებს თბილისსა და რეგიონებში

ჩვენს შესახებ:

Upco უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა. ის აქტიურად ითვისებს სივრცეებს თბილისსა და რეგიონებში, ქმნის უმაღლესი ხარისხის საოფისე, სამშენებლო და სასაწყობო ფართებს. ამჟამად კომპანიის აქტივში 6 უმნიშვნელოვანესი პროექტია (24,2 ჰა), რომელთა დასრულებაც ეტაპობრივად იგეგმება.

Upco-ს გუნდი მაღალი დონის პროფესიონალიზმით გამოირჩევა და იყენებს თანამედროვე, მრავალფეროვან მიდგომებს, რაც პროქტების მაღალ ხარისხსა და თანამედროვე ინფრატრუქტურასთან ერთად, ენერგო ეფექტურობას და ეკოლოგიურ სისუფთავესაც უზრუნველყოფს.  კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტები მოიცავს:

პროექტები

საოფისე კომპლექსის მშენებლობა

Upco  ქმნის უმაღლესი ხარისხის საოფისე ფართებს. ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფუნქციური საოფისე სივრცეები მორგებულია თანამედროვე სტანდარტებზე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგულაციებსა და მოთხოვნებს. 

 

კომპანიის მიმდინარე პროექტი ლისის ტბის ტერიტორიაზე, წარმოადგენს 9 სართულიან, ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფუნქციურ და თანამედროვე დიზაინის საოფისე შენობას და სარეკრეაციო სივრცეს რომელიც გაშენებულია 1600 კვ.მ ფართობზე. საოფისე კომპლექსის 2022 წელს დაიწყო დასრულება კი 2024 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი. 

პროექტები

სასაწყობე ფართების დეველოპმენტი

Upco მიმდინარე პროექტები მოიცავს საკონტეინერო ტერმინალის, A კლასის ღია და დახურულ, მშრალ და  სამაცივრე სასაწყობო ფართების მშენებლობას, თბილისსა და მარტყოფში 18 ჰა ფართობზე. რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ოპერირებისთვის საჭირო მანქანა დანადგარებითა, საგზაო სისტემითა და რკინიგზის ჩიხით.  

  • ფართობი 11 ჰა  
  • პროექტის დაწყება: 2024 წელი
  • განვითარება დაგეგმილია 3 ეტაპად 2024-2032 წლებში 
  • ფუნქციონირება დაიწყება 2026 წელს I ეტაპის დასრულების შემდეგ  
  • ფართობი 7 ჰა  
  • პროექტის დაწყება: 2024 წელი
  • პროექტის დასრულება 2026 წელი 

პროექტები

საცხოვრებელი
კომპლექის მშენებლობა

upco-ს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა იგეგმება 3 ლოკაციაზე დიღმის ჭალების, დიდი დიღმისა და გლდანის ტერიტორიაზე. კომპლექსების ჯამური ფართი 60 000 კვ.მ. პროექტის მიზანია შექმნას უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე საცხოვრებელი გარემო.