Upco ასევე ქმნის მრავალმხრივი გამოყენებისთვის განკუთვნილ, უმაღლესი სტანდარტების მქონე სასაწყობო ფართებს. კერძოდ, კომპანიის პროექტები მოიცავს A კლასის საწყობს, ღია და დახურულ საწყობებს, სამაცივრე საწყობებს, მშრალ საწყობებსა და საკონტეინერო ტერმინალებს.
სასაწყობე ფართი N1 მდებარეობს სოფელ მარტყოფში, 11 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე. ტერიტორია გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით, რადგან უშუალოდ ესაზღვრება როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო მაგისტრალს.
არსებული პროექტის მიზანია, ბაზარზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, მომხმარებელს მიაწოდოს საკონტეინერო ტერმინალისა და დასაწყობებასთან დაკავშირებული მაღალი ხარისხის სერვისები.
საწყობი მოიცავს შემდეგ ლოგისტიკურ კომპონენტებს:
საკონტეინერო ტერმინალი
საკონტეინერო ტერმინალი, დაახლოებით 7.7 ჰექტარის ფართობის მიწას დაიკავებს. ტერმინალის მოწყობა დაგეგმილია 3 ეტაპად. მშენებლობა დაიწყება 2024 წელს და თითოეული ეტაპის განვითარების სავარაუდო პერიოდი იქნება 2 წელი.
ტერმინალის ტერიტორიაზე, 900 კვ.მ-ზე მოეწყობა 1,800 კვ.მ-ის ფართობის ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რაც აერთიანებს ადმინისტრაციულ ოფისებსა და საბაჟო და საბანკო მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართს.
ტერმინალის მომსახურების ძირითადი სახეებია:
▪ ტვირთის მიღება/გაგზავნა, მათ შორის გადმოტვირთვა/ჩატვირთვა (სტრიპინგი) ავტომობილიდან, კონტეინერიდან, სარკინიგზო ვაგონიდან/პლათფორმიდან;
▪ ყველა ტიპის კონტეინერის მიღება, დასაწყობება და შენახვა.
საკონტეინერო ტერმინალი
საკონტეინერო ტერმინალი, დაახლოებით 7.7 ჰექტარის ფართობის მიწას დაიკავებს. ტერმინალის მოწყობა დაგეგმილია 3 ეტაპად. მშენებლობა დაიწყება 2024 წელს და თითოეული ეტაპის განვითარების სავარაუდო პერიოდი იქნება 2 წელი.
ტერმინალის ტერიტორიაზე, 900 კვ.მ-ზე მოეწყობა 1,800 კვ.მ-ის ფართობის ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რაც აერთიანებს ადმინისტრაციულ ოფისებსა და საბაჟო და საბანკო მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართს.
ტერმინალის მომსახურების ძირითადი სახეებია:
▪ ტვირთის მიღება/გაგზავნა, მათ შორის გადმოტვირთვა/ჩატვირთვა (სტრიპინგი) ავტომობილიდან, კონტეინერიდან, სარკინიგზო ვაგონიდან/პლათფორმიდან;
▪ ყველა ტიპის კონტეინერის მიღება, დასაწყობება და შენახვა.
A კლასის საწყობი
A კლასის საწყობი წარმოადგენს ინდუსტრიაში დასაწყობების კუთხით უმაღლესი სტანდარტის საწყობს, რომელიც გამორჩეულია ავტომატიზაციისა და ტვირთის მიკვლევადობის მაღალი ხარისხით.
Upco-ს A კლასის საწყობი მოიცავს როგორც სასაწყობე დანიშნულების ფართს, ასევე შემდეგ სივრცეებს:
საწყობი გათვლილია დაახლოებით 36.5 ათასი სტანდარტული ევროპული პალეტის მოცულობის ტვირთის დასაწყობებისთვის.
A კლასის საწყობის მოწყობა იგეგმება 11,700 კვ.მ ფართობზე. A კლასის საწყობის მშენებლობა დაიწყება 2024 წელს და წარიმართება 3 თანაბარ ეტაპად, ერთი ეტაპის განვითარების საშუალო პერიოდია 2 წელი.
A კლასის საწყობის ძირითადი მომსახურების სახეებია:
▪ შენახვა/დასაწყობება როგორც პალეტიზირებული, ისე დიდი მოცულობითი ერთეულებითა და ასევე საცალო ფორმით;
▪ მშრალი ტვირთის პალეტიზირება/კონსოლიდირება;
▪ მშრალი ტვირთის დეკონსოლიდირება/ დახარისხება/ სერიული ნომრების მენეჯმენტი;
▪ მშრალი ტვირთის გადმოტვირთვა / ჩატვირთვა (სტრიპინგი) ავტომობილიდან, კონტეინერიდან, სარკინიგზო ვაგონიდან/პლათფორმიდან;
▪ განბაჟებული ტვირთის ადგილზე რეალიზება, როგორც საბითუმო, ისე საცალო პარტიებად;
▪ ტვირთის ვარგისიანობის ვადების მენეჯმენტი;
▪ მშრალი საბითუმო და საცალო ტვირთების დაფასოება და შეფუთვა;
▪ შეკვეთების სასაწყობე მართვა;
▪ შემომავალი/გამავალი ტვირთნაკადების სასაწყობე მართვა;
ღია და დახურული საწყობი:
სასაწყობე ფართი ასევე მოიცავს ორი ტიპის, ღია და დახურულ საწყობს. კომპანია საწყობებს ძირითადად გამოიყენებს სამშენებლო მასალების განთავსების მიზნებისთვის.
საწყობების მოწყობა წარიმართება ერთ ეტაპად, 15,000 და 5,000 კვ.მ ფართობზე. ღია საწყობი გათვლილია 6 ათასი, ხოლო დახურული საწყობი 2 ათასი პალეტის მოცულობის ტვირთის ერთდროულად განთავსებისთვის. მოწყობა დაიწყება 2024 წელს და საშუალო განვითარების პერიოდად განისაზღვრება 1 წელი.
ღია და დახურული საწყობების ძირითადი მომსახურების სახეებია:
▪ შენახვა/დასაწყობება როგორც პალეტიზირებული, ისე დიდი მოცულობითი ერთეულებითა და ნაყარი ფორმით;
▪ მშრალი ტვირთის გადმოტვირთვა / ჩატვირთვა (სტრიპინგი) ავტომობილიდან, კონტეინერიდან, სარკინიგზო ვაგონიდან/პლათფორმიდან.
სასაწყობე ფართი N2 მდებარეობს ქალაქ თბილისში, 7 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე. პროექტის მიზანია ბაზარზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, მომხმარებელს მიაწოდოს მშრალი და სამაცივრე საწყობის მომსახურება. მიწის ნაკვეთის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს მშრალი და სამაცივრე საწყობების ხელმისაწვდომობას მომხმარებლებისთვის.
2021 შპს “აპკო”
ს/კ 405471412
მისამართი ქ. თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზ. №19, ავტ №20, სართ 1