სასაწყობე ფართების მშენებლობა

Upco ასევე ქმნის მრავალმხრივი გამოყენებისთვის განკუთვნილ, უმაღლესი სტანდარტების მქონე სასაწყობო ფართებს. კერძოდ, კომპანიის პროექტები მოიცავს  A კლასის საწყობს, ღია და დახურულ საწყობებს, სამაცივრე საწყობებს, მშრალ საწყობებსა და საკონტეინერო ტერმინალებს.

სასაწყობე ფართი N2

სასაწყობე ფართი N2 მდებარეობს ქალაქ თბილისში, 7 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე. პროექტის მიზანია ბაზარზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, მომხმარებელს მიაწოდოს მშრალი და სამაცივრე საწყობის მომსახურება.  მიწის ნაკვეთის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს მშრალი და სამაცივრე საწყობების ხელმისაწვდომობას მომხმარებლებისთვის.

 

მშრალი საწყობი

მშრალი საწყობის მოწყობა იგეგმება 26,950 კვ.მ ფართობზე, მშენებლობა დაიწყება 2024 წელს და განხორციელდება  3 ეტაპად, თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა იქნება 2 წელი. საწყობი გათვლილია დაახლოებით 67.4 ათასი სტანდარტული ევროპული პალეტის მოცულობის ტვირთის დასაწყობებისთვის.

 

მშრალი საწყობის მომსახურების ძირითადი სახეობებია:

▪ შენახვა/დასაწყობება როგორც პალეტიზირებული, ისე დიდი მოცულობითი ერთეულებითა და ასევე საცალო ფორმით;

▪ მშრალი ტვირთის პალეტიზირება/კონსოლიდირება;

▪ მშრალი ტვირთის დეკონსოლიდირება/ დახარისხება/ სერიული ნომრების მენეჯმენტი;

▪ მშრალი ტვირთის გადმოტვირთვა / ჩატვირთვა (სტრიპინგი) ავტომობილიდან, კონტეინერიდან, სარკინიგზო ვაგონიდან/პლათფორმიდან.

 

მშრალი საწყობი ძირითადად განკუთვნილია არამალფუჭებადი საბითუმო, დიდი მოცულობითი საქონლის შესანახად, პალეტიზირებული ფორმით ან შეფუთვის სხვა ფორმით – ბიგ ბეგებით, რომლებიც არ საჭიროებენ ტემპერატურულ რეჟიმს და ასევე ხანგრძლივი პერიოდით მოითხოვენ დასაწყობება/შენახვას (1 თვიდან ზემოთ).

სამაცივრე საწყობი

სამაცივრე საწყობის მოწყობა იგეგმება 11,550 კვ.მ ფართობზე  და განხორციელდება 1 ეტაპად, რომლიც დაიწყება 2024 წელს და დასრულდება 2 წელში. მთლიანი შენობის 20% გათვლილია ადმინისტრაციულ თუ სხვა დამხმარე სივრცეზე, ხოლო დანარჩენი განკუთვნილია სასაწყობე სივრცისთვის. საწყობი გათვლილია დაახლოებით 19.3 ათასი სტანდარტული ევროპული პალეტის მოცულობის ტვირთის დასაწყობებისთვის.

სამაცივრე საწყობის მომსახურების ძირითადი სახეობებია:

▪ სამაცივრე ტვირთის პალეტიზირება;

▪ პალეტის ცელოფნით შეფუთვა;

▪ სამაცივრე ტვირთის გადმოტვირთვა/ჩატვირთვა (სტრიპინგი) ავტომობილიდან, კონტეინერიდან, სარკინიგზო ვაგონიდან/პლათფორმიდან; ▪ საცალო და პალეტიზირებული სამაცივრე გადამუშავება.

შეჯამება

სასაწყობე ფართი N2 მდებარეობს ქალაქ თბილისში, 7 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე. პროექტის მიზანია ბაზარზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, მომხმარებელს მიაწოდოს მშრალი და სამაცივრე საწყობის მომსახურება.  მიწის ნაკვეთის მოსახერხებელი ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს მშრალი და სამაცივრე საწყობების ხელმისაწვდომობას მომხმარებლებისთვის.