UPCO Development - პრემიუმ ხარისხის დეველოპერული კომპანია, რომელიც აშენებს შენი და შენი საყვარელი ადამიანების მშვიდ, უზრუნველ და კომფორტულ მომავალს.
UPCO დეველოპმენტის შექმნის იდეა ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებული ხარვეზების და გაუმჯობესებული სტანდარტების დანერგვის საჭიროებიდან გაჩნდა. კომპანიის დაარსების დღიდან მოყოლებული, UPCO-ს უმნიშვნელოვანეს მისიას ისეთი პროექტების შექმნა წარმოადგენს, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებელზე და კიდევ უფრო გაამდიდრებს ქალაქის თანამედროვე, დახვეწილ დიზაინს.
UPCO დეველოპმენტის ორივე პროექტის დეველოპმენტი წარმატებით მიმდინარეობს. საოფისე შენობა ლისზე უკვე დასრულებულია და შენობა დეველოპმენტის შემდეგ ეტაპზე გადადის. UPCO დიღომის საცხოვრებელი ბლოკი შენდება საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნითი დაცვით.
UPCO დეველოპმენტი იწყებს მორიგი გრანდიოზული პროექტის - საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში - მშენებლობას. კომპლექსი საერთო ჯამში 3 საცხოვრებელ ბლოკს გააერთიანებს და სრულად იქნება აღჭურვილი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობით.
UPCO დეველოპმენტმა დაიწყო პირველი გრანდიოზული პროექტის - საოფისე შენობა ლისზე - მშენებლობა. პროექტი მდებარეობს ლისზე, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე და კომპლექსი სრულად კომერციული მიზნებისთვის შენდება.
UPCO დეველოპმენტის გუნდი იწყებს სამომავლო პროექტების კონცეფციის, დიზაინის, არქიტექტურისა და დეტალების შემუშავებას.
UPCO დეველოპმენტმა ქართულ სამშენებლო ბაზარზე ოპერირება 2021 წლიდან დაიწყო. კომპანიის მისიას ხარისხი, სანდოობა, კრეატიულობა და კომფორტი წარმოადგენს, რაც საშუალებას გვაძლევს, ვაშენოთ თქვენი ბედნიერი და მშვიდი მომავალი.
ჩვენი მიზანია ვაშენოთ თქვენი იდეალური მომავალი! დეველოპერულ მარკეტზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, მოვერგოთ მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და ქალაქის ურბანულ დიზაინს და ვაშენოთ მაქსიმალურად თანამედროვე, კომფორტული, და უსაფრთხო საცხოვრებელი კომპლექსები.
UPCO დეველოპმენტი არც სამომავლოდ აპირებს გაჩერებას. დაგეგმვისა და განვითარების ფაზაშია რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომლებიც მოიცავენ არამხოლოდ საცხოვრებელ, არამედ კომერციულ კომპლექსებს. უკვე დამტკიცებულ პროექტებს შორის შედის გლდანისა და ვარკეთილის ტერიტორიაზე დაგეგმილი კომპლექსების მშენებლობა, რომლებიც მაცხოვრებლებს შესთავაზებენ იდეალურად დაპროექტებულ სივრცეს და მარტივ წვდომას ყველა საჭირო მომსახურებასთან.
UPCO დეველოპმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველვყოთ ხარისხიანი, თანამედროვე და ინოვაციური პროექტების შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის. UPCO და მისი პროფესიონალი გუნდი მუდმივად ვითარდება და ქმნის ახალ ტექნიოლოგიებსა და პროექტებს, რომლებიც მომავალ მაცხოვრებელს კომფორტულ, მშვიდ, ფუნქციურ და თანამედროვე საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებს.
0კვ - 1000კვ
1
0k - 10000k